|
2022-08-02 15:34:55, 875 ნახვა
პოლიტიკა
ჯონ ტეფტი - ეს არ არის თავდასხმები მხოლოდ ელჩზე, ეს ამერიკის პოლიტიკაზე თავდასხმას უკავშირდება
ეს არ არის თავდასხმები მხოლოდ ელჩზე, ეს ამერიკის პოლიტიკაზე თავდასხმას უკავშირდება, - ასე ეხმაურება საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი საქართველოში წარმოებულ ანტიდასავლურ რიტორიკას კელი დეგნანის წინააღდმეგ. როგორც ტეფტმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა, ელჩზე თავდასხმებმა ფართო პოლიტიკის შეცვლას არ გამოიწვევს და ამგვარი ქმედება "საერთოდ არ არის პოლიტიკურად წინდახედული მოქმედება". "სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან დამაბნეველია ჩემთვის და საქართველოს სხვა მეგობრებისთვის, რომლებიც მთავრობის გარეთ არიან. მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმ განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც ნედ პრაისმა გასულ კვირას, ელჩ დეგნანის დასაცავად გააკეთა, ვფიქრობ, მთავრობის შიგნითაც იგივე ხდება. ხალხს უბრალოდ არ ესმის, კრიტიკოსები ამას რატომ აკეთებენ. კელი დეგნანი არის ამ ადმინისტრაციის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი. მე ვიცი, რომ ის არის ძალიან ფრთხილი და პროფესიონალი დიპლომატი. ის წარმოადგენს შეერთებული შტატების ინტერესებს და ღიად საუბრობს ამ ინტერესებზე. არ ვიცი, რატომ შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ რატომღაც არის განსხვავება ადმინისტრაციასა და კელის შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია, რადგან ვფიქრობ, რომ კელი უკიდურესად ფრთხილი დიპლომატია და თბილისში მოღვაწეობის დროს ბოლო წლებში მასთან ჩემი ყველა ურთიერთობა იმაზე მეტყველებს, რომ ის ამ ადმინისტრაციის პოლიტიკის ძალიან კარგი ელჩია",- ამბობს ჯონ ტეფტი.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)