|
2022-08-01 18:17:52, 1217 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - „ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოვარდა, აქაც ჩანს, რომ ქვეყანაში მართვა არ არსებობს
ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოვარდა. პრაქტიკულად, გაგვინახევრდა ვერტმფრენების პარკი, აქაც ჩანს, რომ ქვეყანაში მართვა არ არსებობს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ყოველწლიურად ხელფასები და პენსიები გაზარდო, იყიდო ახალი ან გაარემონტო ძველი ვერტმფრენები, ეკონომიკაც უნდა იზრდებოდეს 10-15%-ით "„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოვარდა. პრაქტიკულად, გაგვინახევრდა ვერტმფრენების პარკი. აქაც ჩანს, რომ ქვეყანაში მართვა არ არსებობს. კორუფციამ, ნეპოტიზმმა, ტოტალურმა უცოდინრობამ, დამღუპველმა საკადრო პოლიტიკამ გამოშიგნა ჩვენი ქვეყანა. ავია-კატასტროფებიც ამ მოვლენების შედეგია და იგივე ხდება ყველა სფეროში. „ოცნება“ ღუპავს ქვეყანას. ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება და არ უნდა გაგრძელდეს! რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ყოველწლიურ 10 %-იან ზრდასთან დაკავშირებით: იმისთვის, რომ ყოველწლიურად ხელფასები, პენსიები გაზარდო, იყიდო ახალი ან გაარემონტო ძველი ვერტმფრენები, ეკონომიკაც უნდა იზრდებოდეს ყოვეწლიურად 10-15%-ით. ივანიშვილის მმართველობის ათ წელიწადში კი, ეკონომიკა ყოველწლიურად, საშუალოდ 1,1 %-ით იზრდებოდა და ჯამში, 14 %-ით გაიზარდა. მაშ, რას აპირებს „ოცნება“, რის ხარჯზე ზრდის ხელფასებს?! დაბეჭდავს ლარს, დაარიგებს და ლარის კურსიც 2026 წელს მინიმუმ 1,5-ჯერ დაეცემა. რაც მეტ ეროვნულ ვალუტას დაბეჭდავენ, მით მეტად დაეცემა ლარის კურსი, ასე რომ საჯარო მოხელეებს ლარში ხელფასი გაეზრდებათ და ინფლაციის გათვალისწინებით, დოლარში შეუმცირდებათ. ეს ხომ მორიგი აფერისტობაა?!
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)