|
2022-08-01 11:25:29, 954 ნახვა
მსოფლიო
მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი უკრაინას დღეს დატოვებს
გემმა „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა უკრაინული მარცვლეულითაა დატვირთული, დღეს ოდესის პორტი დატოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ალექსანდრ კუბრაკოვი ავრცელებს. მინისტრის თქმით, გემი სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ ცურავს და ლიბანში, ტრიპოლის პორტისკენ მიემართება. „დღეს 09:15 საათზე, 24 თებერვლის შემდეგ, პირველად ველოდებით გემ „RAZONI-ის" ოდესის პორტიდან გასვლას, რომელიც უკრაინული მარცვლეულითაა დატვირთული და სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ ცურავს და ლიბანში, ტრიპოლის პორტისკენ მიემართება",- განაცხადა მინისტრმა. გარდა ამისა, კუბრაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ მისივე თქმით, პორტებზე ბლოკადის მოხსნა ქვეყნის ეკონომიკას 1 მილიარდი დოლარის გაზრდის. შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინული პორტების „ოდესას“, „იუჟნის“ და „ჩერნომოვსკის“ განბლოკვას უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტზე. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თურქეთთან და გაეროსთან ცალ-ცალკე იდენტური შეთანხმებები გააფორმეს. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინა სრულად აკონტროლებს იმ პორტებს, საიდანაც მარცვლეულის ექსპორტი უნდა განხორციელდეს. 29 ივლისს კუბრაკოვმა განაცხადა, რომ 10 გემი უკრაინული მარცვლეულით მზად იყო ოდესისა და ჩერნომორსკის პორტებში გამგზავრებისთვის. ხოლო, CNN Turk-ის ცნობით, უკრაინიდან მარცვლეულით პირველი გემი თურქეთში 3 აგვისტოს უნდა ჩავიდეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)