|
2022-07-31 17:34:18, 1327 ნახვა
საზოგადოება
მეუფე სტეფანე ევროკავშირის რეკომენდაციებზე - ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდია
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ქადაგებისას ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს. მისი მტკიცებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12 პუნქტიანი რეკომენდაცია ანტიქრისტიანულია. მეუფე აცხადებს, რომ ევროკავშირის მოთხოვნები ბუნდოვანია და რეალურად საზოგადოებამ არ იცის თუ რა წერია ევროავშირის რეკომენდაციებში. "დღეს არის ისეთი დრო, როდესაც მიმდინარეობს ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი. კანონმდებლობით უნდა შემოიტანონ ყველა ის საკითხი, ფაქტიურად ამ კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია. ამაში მონაწილეობს ყველა, ვინც პირნათლად შეასრულებს იმ 12 რაღაცას, რაც დააკისრეს. ვინმემ იცის, რა წერია იმ მოთხოვნებში? ლაპარაკობენ პოლარიზაციაზე და დეოლიგარქიზაციაზე, დანარჩენი საკითხები საერთოდ არაა განხილვაში. თვითონვე განიხილავენ და იქ მერე კანონებად გადასახავენ, მერე ყველანაირად შეკრავენ და გეტყვიან, კანონი უზენაესია, მიდით და ყველამ შეასრულეთ. იმ პუნქტებში არის ისეთი რაღაცეები, ვთქვათ, იგივე რაღაც შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებით, რაღაცების მოწესრიგება. ეს ნიშნავს, რომ კოჰაბიტაცია უნდა გაგრძელდეს უფრო მაღალი დონით, ამას აქვს პატრონაჟი მთელი დასავლური სტრუქტურებისა,"- აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)