|
2022-07-30 12:43:05, 1390 ნახვა
საზოგადოება
რატიანი - გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულ პირს ოპერაცია ჩაუტარდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული პირის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა,- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. რატიანის თქმით, ის ახლა კი დაკვირვების ქვეშ ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმე რჩება. „პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. იმყოფება დაკვირვების რეჟიმში ქირურგიულ დეპარტამენტში. ჩატარდა ქირურგიული ჩარევა, მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ლევან რატიანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ,, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. როგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა შსს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. შს მინისტრის თქმით, ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ სამძიმრის წერილში განაცხადა, რომ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)