02:24 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-30 11:23:02, 1425 ნახვა

საზოგადოება
გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა ცნობილია

გუდაურში, სამაშველო ოპერაციაზე მიმავალი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა ცნობილია. 

ბორტზე სულ 8 ადამიანი იმყოფებოდა. ეკიპაჟის მეთაიური, 3 მფრინავი, 2 მედიკოსი და 2 მაშველი.

ეკიპაჟის მეთაური მფრინავი - ზაზა ლორია; მფრინავები - დიმიტრი ქააძე, ანდრო ქუჯაშვილი და ლევან ჩოხელი, მაშველები - გიორგი მარგიანი, მაშველი - კახა ტორჩინავა; მედიკოსები - ქეთევან გულაშვილი და გიორგი ვენეცკი.

დაღუპულია ასევე პარაპლანით მფრინავი უცხოელი ტურისტიც.

შსს ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ცხედრები ამოსვენებულია, თუმცა ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ,, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. როგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. შს მინისტრის თქმით, ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ სამძიმრის წერილში განაცხადა, რომ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics