|
2022-07-29 18:38:16, 1367 ნახვა
საზოგადოება
Photo Bus – “თეგეტა მოტორსის” სოციალური ექსპერიმენტი
,,იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე“ კამპანიის ფარგლებში ,,თეგეტა მოტორსი“ სოციალურ ექსპერიმენტს ატარებს. Photo Bus-ი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. გამვლელებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ გადაიღონ სამახსოვრო ფოტო, მანამდე კი რამდენიმე მარტივ კითხვაზე უნდა უპასუხონ. შეკითხვების შინაარსი მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს ეხება, მათ შორის: • შეგიქმნიათ თუ არა საავარიო სიტუაცია? • გაგისწრიათ თუ არა ავტომობილისთვის გამაფრთხილებელი ციმციმას ჩართვის გარეშე? • გადაგიჭარბებიათ თუ არა სიჩქარისთვის დასახლებულ პუნქტში? პასუხების მიხედვით ეკრანზე გამოჩნდება ვიდეორგოლი, რომლის ყურების დროსაც გამოწვეული ემოციები მოულოდნელად ფოტოებში აისახება.
ვიდეორგოლის შინაარსი, რომელსაც ეკრანზე იხილავენ მონაწილეები, დამოკიდებულია ადრესატის პასუხებზე. თუ ადამიანი იცავს უსაფრთხოების წესებს, მისთვის ბედნიერი მგზავრობის ამსახველი ვიდეო ჩაირთვება. ის მოქალაქეები კი რომლებიც ხშირად არღვევენ უსაფრთხოების წესებს, ნახავენ გამაფრთხილებელ ვიდეორგოლს, თუ რა უარყოფით შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს გაუფრთხილებელმა მოქმედებამ. ხმოვანი მესიჯი კი წესების დაცვისა და სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. ,,თეგეტა მოტორსის“ სოციალური ექსპერიმენტის მიზანია მონაწილეებს დაანახოს რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. მოულოდნელად გადაღებული ფოტოების საშუალებით, რომელიც მათ ემოციებს აღწერს, კი დააფიქროს საკუთარ ქმედებებზე, რათა მომავალში მეტად იზრუნონ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


.jpg)
ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)