08:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-29 14:40:58, 959 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი - რუსეთი კანიბალების ქვეყანააა, რომელიც წამებითა და მკვლელობით ტკბება

მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთი კანიბალების ქვეყანააა, რომელიც წამებითა და მკვლელობით ტკბება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსი ჯალათები სასჯელს თქვიდან ვერ აირიდებენ.

„რუსმა პროპაგანდისტებმა აღტაცებით გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც რუსი ტირანების ჯგუფმა უკრაინელ ტყვეს დაზიანებები მიაყენეს. მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთი კანიბალების ქვეყანააა, რომელიც წამებითა და მკვლელობით ტკბება. ომის ნისლი რუს ჯალათებს სასჯელის თავიდან არიდებაში ვერ დაეხმარება. ყველას გამოვავლენთ და თითოეულ მათგანს მივწვდებით",- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics