|
2022-07-29 14:25:44, 953 ნახვა
საზოგადოება
კედიას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა
დიდუბის რაიონის გამგეობამ კედიას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიხედვით, სპირიდონ კედიას ქუჩის N10ა-დან აკაკი წერეთლის გამზირამდე 600 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი ეწყობა და წერეთლის გამზირზე მთავარ კოლექტორზე დაერთდება. ამასთან, წერეთლის გამზირზე არსებულ და ამორტიზებულ ქსელს რეაბილიტაცია უტარდება და 600 დიამეტრის მქონე მილის ნაცვლად, 800-იანი მილი ეწყობა, რომელიც უკეთ უზრუნველყოფს წყლის ნაკადის მიღებას. მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დიდუბის რაიონის გამგებელ ვლადიმერ ძნელაძესთან და დედაქალაქის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო. სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტს შპს „პიკო“ ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 187 570 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)