|
2022-07-29 11:06:44, 1042 ნახვა
საზოგადოება
მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ვაზიანში კომბინირებული წვრთნა ჩაატარეს
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანში კომბინირებული წვრთნა ჩაატარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავადაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საველე სწავლებაში მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის ასეულები მონაწილეობდნენ, რომელსაც მხარს 44-ე საარტილერიო ბატალიონი, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფები უჭერდნენ. მათივე ცნობით, ერთკვირიანი გეგმიური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლებისთვის სპეციალურად მოეწყო დასახლებული პუნქტი. სიმულაციური სცენარის მიხედვით შესრულდა სხვადასხვა ამოცანა, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიებით ცეცხლის გამოძახება და კორექტირება, საინჟინრო ქვედანაყოფის მიერ დანაღმული ველის აფეთქება, დასახლებულ პუნქტში შეტევის მოგერიება და შენობის გაწმენდა. წვრთნებში ქართული წარმოების „დიდგორი მედევაკი“ მონაწილეობდა, რომელმაც დაჭრილების ევაკუაცია განახორციელა. დაშავებული სამხედროების საჰაერო ევაკუაციაში ახლადმოდერნიზებული UH-1 იროკეზის ტიპის ვერტმფრენიც ჩაერთო. სწავლების მიზანი დასახლებულ პუნქტებში ბრძოლისას სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა, აგრეთვე თავდაცვის ძალებში ახლადდანერგილი ტექნოლოგიებისა და სისტემების პრაქტიკაში გამოყენება იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)