|
2022-07-28 18:16:55, 1032 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგის გამზირის N47-49-ის მიმდებარედ კომბინირებული დასასვენებელი სივრცე მოეწყო
ვაკის რაიონში, ყაზბეგის გამზირის N47-49-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი კეთილმოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განახლდა სპორტული მოედანი - მოეწყო ბეტონის საფუძველი, ღობე, დამონტაჟდა კარები, ფარები, დაიგო რბილი საფარი. გარდა ამისა, მოედნის გარშემო განთავსდა ბავშვთა-გასართობი ზონა სხვადასხვა ატრაქციონით, დამონტაჟდა სხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, დაირგო მცენარეები. დასასვენებელი სივრცე, დაახლოებით, 3 000 კვ. მ ფართობს მოიცავს. სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითიმ“ განახორციელა. კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გახსნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)