|
2022-07-28 14:03:15, 843 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, სომხეთის სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, სომხეთის სურსათის უვნებლობის სამსახურის, ეკონომიკის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტისა და რესპუბლიკური ვეტერინარულ-სანიტარული და ფიტოსანიტარული ლაბორატორიული მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სომხეთის დელეგაციის წევრებმა, ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია დაათვალიერეს და მიიღეს ინფორმაცია ნიმუშების მიღების, კვლევების განხორციელებისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების შესახებ. ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა, სომხეთის დელეგაციის წევრებს, ლაბორატორიის საქმიანობა, სტრუქტურა, კვლევის მიმართულებები და ლაბორატორიის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო. ლაბორატორიაში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)