09:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 12:13:31, 963 ნახვა

მსოფლიო
კიმ ჩენ ინი - მზად ვართ აშშ-სთან დაპირისპირებასა და ბირთვული ძალის გამოყენებისთვის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა  „მზადაა მოაბილიზოს“ თავისი ბირთვული შემაკავებელი საშუალებები შეერთებულ შტატებთან და სამხრეთ კორეასთან მომავალ სამხედრო შეტაკებაში.

ფხენიანი ემზადება მეშვიდე ბირთვული გამოცდის ჩასატარებლად, რაც შეერთებული შტატების  შეფასებით "სწრაფ და ძლიერ" პასუხს გამოიწვევს.

„ჩვენი ქვეყნის ბირთვული ომის შემაკავებელი საშუალება მზად არის მოაბილიზოს თავისი აბსოლუტური ძალა  ზუსტად და ოპერატიულად, თავისი მისიის შესაბამისად“,- განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

კიმის მუქარას წინ უძღოდა სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო წვრთნების გააქტიურება, რასაც ფხენიანი  "შეჭრის რეპეტიციას" უწოდებს.აშშ-ს სამხედროებმა 2019 წლის შემდეგ პირველად ჩაატარეს ცეცხლსასროლი წვრთნები სამხრეთში განლაგებული მოწინავე Apache ვერტმფრენების გამოყენებით.

კიმმა ასევე გააკრიტიკა სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი იუნ სუკ-იოლი, რომელმაც  პირობა დადო, რომ უფრო მკაცრი პოზიცია ექნება ფხენიანის წინააღმდეგ - რაც მოიცავს პრევენციული დარტყმის შესაძლებლობის მობილიზების გეგმას.

„ჩვენი ერის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებზე საუბარი, რომელიც ფლობს აბსოლუტურ იარაღს, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ, სისულელეა და ძალიან საშიში თვითდესტრუქციული ქმედებაა“, - თქვა კიმმა იუნის ადმინისტრაციაზე, რომელსაც მან „განგსტერების“ ჯგუფი უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
პაშინიანი - საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია
ალიევი - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის
საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics