|
2022-07-28 10:47:40, 852 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალების მეთაურმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის ახალ მოადგილეს უმასპინძლა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის ახალდანიშნული მოადგილე იმყოფება. გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანს დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობას შორის მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანსა და დელეგაციის წევრებს წლების განმავლობაში ქართული მხარისთვის გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი მრავალეროვნული სწავლებების ჩატარების მიმართულებით აშშ-ის არმიის დახმარება და ჩართულობა, ასევე საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის განსაკუთრებული პარტნიორობა. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. საქართველოში გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ესტუმრება და მათი მუშაობის პროცესს გაეცნობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)