|
2022-07-26 17:44:05, 1206 ნახვა
საზოგადოება
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ილია ქამხაძე სადგურ მეტეხის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის სახურავის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაო დაათვალიერეს. მუნიციპალიტეტის მერია 6 წელია მრავალსართულიანი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის რეაბილიტაციას აფინანსებს. სამუშაოს კი ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების დახმარებით ახორციელებენ. ფინანსდება: შიდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობის, შენობის ფასადის და სახურავის რეაბილიტაცია, სადარბაზოს შესასვლელში პანდუსის, სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი, მრავალბინიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება და სხვა. მიმდინარე წელს ბინათ ამხანაგობების საჭიროებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარის დაფინანსებაა გამოყოფილი. მერიამ 4 ბინის საჭიროებებზე მშენებლებთან 85 615 ლარის ფარგლებში ხელშეკრულება გააფორმა და მიმდინარეობს სამუშაოები, ხოლო ერთზე გამოცხადებულია ტენდერი. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა - პროგრამის მიზანია მათივე ჩართულობით, ხელი შეუწყონ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. გააქტიურდნენ, შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, გამოიყენონ შესაძლებლობა და აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით მოიგვარონ საცხოვრებელი შენობის პრობლემები.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ილია ქამხაძე სადგურ მეტეხის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის სახურავის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაო დაათვალიერეს ფინანსდება: შიდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობის, შენობის ფასადის და სახურავის რეაბილიტაცია, სადარბაზოს შესასვლელში პანდუსის, სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი, მრავალბინიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება და სხვა. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა - პროგრამის მიზანია მათივე ჩართულობით, ხელი შეუწყონ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. გააქტიურდნენ, შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, გამოიყენონ შესაძლებლობა და აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით მოიგვარონ საცხოვრებელი შენობის პრობლემები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)