|
2022-07-21 22:25:56, 1086 ნახვა
საზოგადოება
ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით, ბიჭვინთაში 186 ჰა მიწის ნაკვეთი რუსეთის მფლობელობაში გადადის
ბიჭვინთის ცნობილი “სახელმწიფო“ აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰა მიწის ნაკვეთი აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას "აფხაზური ამბები" ავრცელებენ. აფხაზურ საზოგადოებაში აღნიშნულმა ფაქტმა დიდი პროტესტი გამოიწვია და ისინი ასლან ბჟანიასგან ამ შეთანხმების გაუქმებას ითხოვენ. ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ შეაგროვა ხელმოწერები და მოწვეულ იქნა საბჭო. პროტესტი დილიდან საღამომდე გრძელდებოდა და აქციის მონაწილეები დაიშალნენ იმ შეთანხმებით, რომ შეიკრიბებიან მრგვალი მაგიდის ფორმატით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აფხაზური მედია ცდილობს დღევანდელი პროტესტის სხვა მოვლენებით გადაფარვას. პარალელურ რეჟიმში რუსული პროპაგანდა ცდილობს რუსეთისგან მიღებულ ბენეფიტებს გაუსვას ხაზი. მაგალითად, მთელი დღის განმავლობაში მედია სივრცეში ტრიალებს ინფორმაცია რუსეთის მიერ დაფინანსებული საპენსიო ფონდის შესახებ. აფხაზურ მოსახლეობას არ სურს ტერიტორიების დათმობა მატერიალური ბენეფიტების გამო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)