02:47 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 12:11:14, 969 ნახვა

საზოგადოება
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. სემინარის დასკვნითი დღე ეროვნული უსაფრთხოების სისტემისთვის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის შესახებ მსჯელობას დაეთმო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დისკუსიების შემდეგ კურსის მსმენელებმა სიმულაციური კრიზისის სცენარის მიხედვით მომზადებული სამუშაო პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსის განმავლობაში სამთავრობო, არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის შესახებ მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტების მოხსენებები მოისმინეს.

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი” თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ინიციატივით ჩატარდა. სემინარი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და 2012 წლიდან ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში ყოველწლიურად ტარდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics