|
2015-02-05 14:04:27, 1332 ნახვა
სამართალი
ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის საქმეზე დაკავებულები მე-9 დაწესებულებაში არიან გადაყვანილი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებული 11 პირი, მე-9 დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. "სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცედურების მიხედვით, ისინი გადაყვანილი იქნენ გონივრული დაკავებისა და განთავსების განყოფილებაში.იქ მოხდა მათი იდენტიფიცირება, ფოტოგრაფირება, ხოლო ამის შემდეგ გადაიყვანეს მე-9 დაწესებულებაში",-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. ცნობისთვის, ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებლ 11 პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, გუშინ პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)