02:46 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 15:21:25, 899 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

მიმდინარე წლის 8-9-10 და 19-20-21 ივლისს, გენდერზე დაფუძნებული ძალადობის იდენტიფიცირებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის.

ტრენინგის მიზანი იყო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკებისა და სხვა სპეციალისტების უნარების გაძლიერება გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობის იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების განსახორციელებლად.

ტრენინგი „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სისტემის გაუმჯობესება“ (,,Improving the System against Gender-Based Violence“) საგრანტო პროექტს ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

მხარეებს შორის თანამშრომლობა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას შეასრულოს საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე ნაკისრი ვალდებულებები ქალთა და გოგონებზე ძალადობის აღმოფხვრის კუთხით, განსაკუთრებით კი, ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის სფეროში, ასევე LGBTQI საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დასახვა.

სწავლება ორ ნაკადად ჩატარდა, რომელშიც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს 50-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, სადაც განხილულ იქნა როგორც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ცნება და ფორმები, ისე რეაგირების სამართლებრივი მექანიზმები, ასევე მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ინსტრუმენტები, სექსუალური შევიწროების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები და უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები. ტრენინგს უძღვებოდა ადამიანის უფლებათა ექსპერტი გოგა ხატიაშვილი.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics