|
2022-07-20 13:08:39, 534 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი შპს „ქართული აგრო პროდუქტის” ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც ატმის მიღებისა და გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 4 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 5,000 ტონა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაციას კომპანია ბრენდის „კეთილი და პატიოსანი“ სახელით ახდენს. ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ ISO სტანდარტი დანერგა. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და კატარში. კომპანია მიმდინარე წელს საფრანგეთსა და გერმანიაში გეგმავს პროდუქციის ექსპორტს. სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 15 გადამმუშავებელი საწარმოს შექმნა დაფინანსდა, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 25 მლნ ლარს აჭარბებს, სახელმწიფო თანადაფინანსება 7 მლნ ლარს აღემატება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)