|
2022-07-20 13:06:17, 538 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონის გამგეობამ ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი მოაწყო
ისნის რაიონის გამგეობამ ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დასაკავშირებლად მიწისქვეშა გადასასვლელი მოაწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოების შესრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდი ხნის პრობლემა მოუგვარდათ, რადგან აქამდე მათ სარკინიგზო ლიანდაგზე გადასვლა უწევდათ. „ისნის რაიონის გამგეობამ ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩაზე, სარკინიგზო მაგისტრალის ქვეშ, ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დამაკავშირებელი, ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გადასასვლელი მოაწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა გვენცაძის, პაპიაშვილის, ბუშის ქუჩის, გუჯარეთის 1-2 და მელანიის 1-2-3-4 შესახვევების მცხოვრებლების დიდი ხნის სურვილი იყო. დღესასწაულების დროს, პეტრე-პავლეს სასაფლაოსა და ეკლესიაში მიმავალი მოქალაქეებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება, რადგან სარკინიგზო ლიანდაგებზე გადასვლა ხშირად სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებით კმაყოფილია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 684 857 ლარი დაიხარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)