|
2022-07-20 11:18:12, 635 ნახვა
საზოგადოება
შტუტგარტი - ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
გერმანულმა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა შტუტგარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა. ავიაკომპანია შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იოპერირებს. პირველ რეისს შტუტგარტიდან 155 მგზავრი ჩამოყვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებისა და მიმართულებების გაზრდის მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ,,მოხარული ვართ, რომ ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების არეალი გააფართოვა. დუსელდორფის შემდეგ ავიაკომპანიამ ოპერირება თბილისის მიმართულებით გერმანიის კიდევ ერთი ქალაქიდან, შტუტგარტიდან დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ავიაკომპანიასთან მრავალეტაპიანი მოლაპარაკებები გვქონდა ფრენების დაწყებისა და მიმართულებების დამატების თაობაზე. ნაყოფიერი მოლაპარაკებები გვქონდა ასევე, საავიაციო ფორუმ Routes Europe 2022-ის ფარგლებში. რის შედეგადაც, ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო 2022 წლის ზაფხულიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი მიმართულება დაემატებინა,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს. Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა BASIC, SMART და BIZclass სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)