|
2022-07-20 10:53:28, 458 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს INL- ის წარმომადგენლები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით, სასამართლო ექსპერტიზის სფეროს განვითარების პროექტის ფარგლებში, ამერიკელი შემფასებელი - ჯონ ვანდერკოლკი და უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში - ერიკ საივეკი ესტუმრნენ. ჯონ ვანდერკოლკმა შეხვედრა გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორთან - გიორგი თვაურთან. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი შემფასებელი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნო და დაათვალიერა დნმ ლაბორატორია, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის და ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიები. აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)