2022-07-19 22:01:07, 1621 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოიჩენკო - მარიუპოლის 10 ათასზე მეტი მცხოვრები ფილტრაციის ბანაკებში იმყოფება
მარიუპოლის 10 ათასზე მეტი მცხოვრები ფილტრაციის ბანაკებში იმყოფება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს უკრაინის ქალაქის მერი ვადიმ ბოიჩენკო.
ბოიჩენკოს თქმით, ერთ-ერთ ამ ბანაკში დარჩენილთაგან უმეტესობა მამაკაცია, რასაც ბოიჩენკო ჯარში შესაძლო გაწვევას უკავშირებს
"ბანაკებში იმყოფებიან საჯარო მოხელეები და მუნიციპალური მუშები, გარდა ამისა, მათ არ აქვთ წვდომა ნორმალურ სამედიცინო დახმარებაზე". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,