2022-07-18 21:21:20, 1727 ნახვა
ომი უკრაინაში
ლაიენი - ჩვენი მიზანია, გაორმაგდეს გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში
ჩვენი მიზანია გაორმაგდეს გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში რამდენიმე წელიწადში. - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეთანხმება აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არის ვალდებულება გაფართოვდეს სამხრეთ გაზის დერეფანი.
"ევროკავშირი ენერგეტიკის სანდო მომწოდებლებს მიმართავს. აზერბაიჯანი ერთ-ერთი მათგანია.
დღევანდელი შეთანხმებით ჩვენ ვიღებ ვალდებულებას გავაფართოვოთ სამხრეთ გაზის დერეფანი, გავაორმაგოთ გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში.
ეს კარგი ამბავია ჩვენი გაზის მიწოდებისთვის ამ ზამთარში და მის ფარგლებს გარეთ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,