08:30 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 18:56:34, 1225 ნახვა

სამართალი
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა. შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე და საქართველოსა და აზერბაიჯანის პროკურატურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანში  სისხლის სამართლის სფეროში ბოლო წლებში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ეფექტიანი ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის პროკურატურის ისტორიული მუზეუმი და პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერებინა.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე და აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი კამრან ალიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდნენ.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ერთმორწმუნე რუსეთმა ქრისტიანობის უძველესი სიმბოლო პეჩერის ლავრა დაბომბა
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics