|
2022-07-15 18:46:43, 1056 ნახვა
სამართალი
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის რეგიონალურ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი გიორგი გოჩაშვილი და პროკურატურის სხვა წარმომადგენლები გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს მიწოდეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული მოწყობის, მისი საქმიანობის და გატარებული რეფორმების თაობაზე. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს პროკურატურის, როგორც ქვეყანაში კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი უწყების საქმიანობით, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა მათ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ საქართველოს პროკურატურის, როგორც სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი უწყების საქმიანობის შესახებ ინფორმაციასაც. შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)