22:03 - 26 Jul, 2026
|
2022-07-15 14:48:13, 837 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. საინფორმაციო შეხვედრაზე შეკრებილებმა სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის მანდატისა და საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ასევე, ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებზე, ისაუბრეს თვითმმართველი ორგანოების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების თანასწორობის პრინციპთან შესაბამისობის საკითხებზე. შეხვედრას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)