|
2022-07-14 15:31:09, 983 ნახვა
საზოგადოება
„მედიის ადვოკატირებისთვის“ - ჟურნალისტების ფარული მოსმენა ამძაფრებს ეჭვს, რომ ჩანაწერი სუს-ს ეკუთვნის
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, რომ „მთავარი არხის” ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას ეხება, რაც ამძაფრებს ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერი სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს ეკუთვნოდეს. "პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფუნდამენტური ასპექტია კომუნიკაციის თავისუფლება, რომელიც, მოიცავს ადამიანების კომუნიკაციის ანონიმურობის დაცვას ნებისმიერი მესამე პირისგან. ამ უფლების დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პირადი და საქმიანი სივრცის ხელშეუხებლობისთვის. ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტებს სახელმწიფო უკანონოდ უსმენს, რისი გამოძიებაც სათანადოდ არ მომხდარა. ამის დასტურია, 2021 წელს გავრცელებული ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფაილები, რომლებიც, ათეულობით ჟურნალისტის სავარაუდო უკანონო მოსმენის შინაარსს ასახავს. უკანონო მოსმენების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტების სახელით საჩივრებიც გაიგზავნა", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, 13 ივლისს ტელეკომპანიების „მაესტროს” და „იმედის” ეთერით წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელიც მისივე განმარტებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის” გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს, „მთავარი არხის” ჟურნალისტები კი ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)