21:54 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 11:27:04, 1113 ნახვა

საზოგადოება
Reuters - რუსეთი ბულგარეთს თხევად გაზს ფოთის გავლით მიაწვდის

რუსეთი ბულგარეთს თხევად გაზს ფოთში მდებარე შავი ზღვის პორტის  გავლით მიაწვდის, რადგან ტრადიციული საექსპორტო მარშრუტები დახურულია. ამის შესახებ Reuters იუწყება.

რუსეთმა თხევადი გაზი მიწოდება 24 თებერვალს ომის დაწყებისთანავე  შეაჩერა,ასევე შეაჩერა სარკინიგზო ტრანზიტი რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში უკრაინის გავლით, რამაც აიძულა ექსპორტიორები  ახალი მარშრუტები ეძიათ.

" გადაზიდვები ფოთის გავლით იგეგმება სხვა ძირითად საექსპორტო მარშრუტებზე გაყიდვების შეზღუდული შესაძლებლობების გამო ", - განაცხადა ინდუსტრიის წარმომადგენელმა.

Refinitiv Eikon-ის სარკინიგზო მონაცემებით, ამ თვეში დაახლოებით 3000 ტონა თხევადი გაზი სურგუტიდან სარკინიგზო ტრანსპორტით საქართველოს ქალაქ ფოთში ჩავა, შემდეგ კი საზღვაო ბორნით  ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გადაიგზავნება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics