|
2022-07-11 16:06:37, 1078 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე უპერსპექტივო და დამაზარალებელია
დღეს ბატონმა ივანიშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოაგორა ღარიბაშვილი და გვამცნო, რომ ქვეყანა ორნიშნა, უსწრაფესი ტემპებით ავითარებს ეკონომიკას, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, მარტივი შედარებები აჩვენებს, რომ „უპერსპექტივო და დამაზარალებელია“ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე. „დღეს ბატონმა ივანიშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოაგორა ღარიბაშვილი და გვამცნო, რომ ქვეყანა ორნიშნა, უსწრაფესი ტემპებით ავითარებს ეკონომიკას. პირველი, რაც გამახსენდა, იყო ივანიშვილის დაპირება - 2017 წელს ძალიან კარგად ვიცხოვრებთო. ახლა გვპირდება, რომ 2027 წელს გავაორმაგებთ მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ)-ს და შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 9 000 დოლარს გადასცდება. 2012 წელს, როცა „ოცნებამ“ ჩაიბარა ძალაუფლება, მსოფლიო ბანკის მონაცემებით (იხ. შესაბამისი ლინკი), შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (ჯდპ) 4 421 აშშ დოლარს შეადგენდა. 2017 წელს, როცა ქვეყანაში არც პანდემია იყო და არც სხვა საშიშროება, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 4 357 აშშ დოლარი იყო, ანუ დაიკლო 64 $-ით. 2021 წელს შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე იყო 5 047 $ - 10 წლის მანძილზე ეკონომიკა 14%-ით გაიზარდა, ანუ საშუალოდ ყოველწლიურად 1,1 %-ით იზრდებოდა და თუ გავითვალისწინებთ ინფლაციას, ეკონომიკა ფაქტობრივად შემცირდა. შედარებისთვის, 2004 წელს შემოსავალი ერთ სულზე შეადგენდა ეს მარტივი შედარება გვიჩვენებს, რამდენად უპერსპექტივო და დამაზარალებელია ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე. ევროპა, რომელიც არ უნდა ივანიშვილს, ჩვენ გვინდა სწორედ იმიტომ, რომ თავდადებული პროფესიონალების მართვის პირობებში, გავაორმაგებთ და გავაოთხმაგებთ ეკონომიკას. ერთადერთი ბარიერი ამ პროცესში, როგორც ეს გასულმა ათმა წელმა გვიჩვენა, არის ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული, უსამართლო, უპერსპექტივო, შიშზე და ვასალურ, ბატონყმურ ფილოსოფიაზე დაფუძნებული მმართველობა. ჩვენ ამ ბარიერს გადავლახავთ. ქართული საზოგადოების მშვიდობიანი და შეუპოვარი ბრძოლა თავისუფალი, უკეთესი მომავლისთვის შედეგს გამოიღებს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ჩვენ, ქართველებსაც შეგვიძლია“,- განაცხადა ოქრიაშვილმა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)