22:25 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 21:15:23, 847 ნახვა

პოლიტიკა
კანადის საგარეო - სანქციებს ვუწესებთ რუსეთის 28 მოქალაქეს, მათ შორის პატრიარქს

კანადა სანქციებს 28 პირსა და რუსეთის პატრიარქს უწესებს. - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით,რუსული პროპაგანდის მანქანამ სიცრუეზე პასუხი უნდა აგოს.

"რუსული პროპაგანდის მანქანამ სიცრუეზე პასუხი უნდა აგოს. კანადა დეზინფორმაციას შეებრძოლება ყველგან, სადაც მას აღმოვაჩენთ. მოგმართავთ მათ, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებთ: თქვენ ამაზე პასუხს აგებთ. კანადა უკრაინის გვერდით დგას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics