|
2022-07-07 10:57:51, 2239 ნახვა
საზოგადოება
თბილისის რიგით 25-ე ჯაზფესტივალი იწყება
თბილისი 7-9 ივლისს, რიგით 25-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ორგანიზატორები ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებას შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან. 7 ივლისი - ხუთი გრემის მფლობელი, ჯაზის განუმეორებელი შემსრულებელი დაიანა რივსი და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული; 8 ივლისი - მისტიური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელიც აერთიანებს ჯაზის სამ ლეგენდას: ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი ; 9 ივლისი - მსოფლიო კრიტიკოსების მიერ წოდებული 21 საუკუნის ჯაზმენი ვიჯეი აიერი და მისი ტრიოს წევრები: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და დრამერი თიშოუნ სორეი. წლევანდელი საიუბილეო ჯაზფესტივალის მასპინძელია სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში გაიმართება ფოტოგამოფენა სახელწოდებით - „როგორ მესმოდა...“, რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო. 19:30 საათიდან დარბაზში - „ჯაზსინემა“ მოეწყობა კახა თოლორდავას ფილმის - „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება. მაყურებელი ასევე, იხილავს გრემის ჯილდოს მფლობელ ფილმს - „ქვინსი“ (სადაც გამოყენებულია 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდი). პარალელურად, დარბაზში - „ჯაზლაბი“, სტუმრები კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს მოისმენენ. 21:00 საათიდან მთავარ დარბაზში - „ვარსკვლავების სცენა“ ჰედლაინერების კონცერტები გაიმართება. 23:00 საათიდან სივრცეში - „ჯაზლაბი“ მსმენელის წინაშე მუსიკოსი კარლო ქაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი წარსდგებიან. ფესტივალის დღეებში კომპანია „აუდიო ლაბი“ მოაწყობს ვინილების გამოფენა-გაყიდვას. ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიხსნება. ფესტივალი თბილისის მერიის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ჯაზფესტივალს ტრადიციულად, წარმოადგენს „თიბისი კონცეპტი“; ოფიციალური სპონსორი - ვიზა; მასპინძელი რესტორნები: „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“ და „ლადონინა“; საინფორმაციო მხარდაჭერა: „იმედი“ TV, რადიო „ფორტუნა“, „მარკეტერი“, „ნეტგაზეთი“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“; ფესტივალს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ: ბეხშტაინი „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“. ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. „თიბისი“ კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი, ხოლო „თიბისი“ ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)