|
2015-02-05 13:15:50, 1014 ნახვა
სამართალი
თეა წულუკიანი: ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულს შსს ებრძვის და არა პარლამენტი
ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულს არ ებრძვის პარლამენტი, მას შსს ებრძვის, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას შს მინისტრისადმი მოწოდებას, რომ ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური პრევენციული ღონისძიებები დაიწყოს, რადგან ერთის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. წულუკიანის განმარტებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ მთავრობა ქვეყანაში არეულობას არ დაუშვებს. "ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულს არ ებრძვის პარლამენტი.ამას ებრძვის შსს და აქედან გამომდინარე, ყველას უნდა ესმოდეს, რომ არც ეს სამინისტრო და არც მთავრობა საქართველოში არ დაუშვებს იმას, რომ საზოგადოების ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, გაღვივდეს შუღლ, იქნება ეს პოლიტიკური თუ სხვა და მოხდეს არეულობა. ეს არ მოხდება",-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)