|
2022-07-06 12:20:18, 818 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება
ფესტივალის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, დაგეგმილი ღონისძიებები გრძელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 9 ივლისს, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის პარკში საფესტივალო დღე გაიმართება. „9 ივლისს, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის პარკში პატარებისთვის მოეწყობა მეზღაპრის კუთხე, ილუსტრატორთა კუთხე, ასევე, თითების თეატრის წარმოდგენები გაიმართება. სპორტული ნაწილი მინი გოლფით, მაგიდის ჩოგბურთითა და სხვა აქტივობებით იქნება დატვირთული. 21:00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში, ზუკა ხუციშვილისა და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდების კონცერტი ჩატარდება. საფესტივალო დღეს დიჯეი Salien დაასრულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ფესტივალი თბილისის უბნებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. „ფესტივალის „თბილისის ცის ქვეშ“ მიზანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. მსგავსი პროექტების განხორციელება მომღერლების მხარდაჭერის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ისინი პანდემიის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება. ადგილობრივ მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს საინტერესო ღონისძიებებს შევთავაზებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)