|
2022-07-06 11:37:40, 892 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედანი რეაბილიტირდა
ვაკის რაიონის გამგეობამ წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 274 000 ლარია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა. „ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. შესაბამისად, ყველა პროექტში გათვალისწინებულია სპორტული სივრცეების არსებობა იმისთვის, რომ ახალგაზრდები სპორტით დაკავდნენ. წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედანი მთლიანად კეთილმოწყობილია. გარშემო გულშემატკივართა ტრიბუნა განთავსდა. ამ პროექტის ფარგლებში, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა შენარჩუნებულიყო. დაახლოებით, 274 ათასი ლარი დაიხარჯა პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამილახვრის N23-ში არსებული თანამედროვე სტანდარტების ფეხბურთის მოედანი 960 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსდა, სადაც რბილი საფარი დაიგო. მოედანი შემოიღობა, მოეწყო განათების სისტემა, ასევე, მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)