|
2022-07-06 11:06:30, 2623 ნახვა
სამხედრო
23-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნებისა და შეფასების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP-T) შენარჩუნებისა და მზადყოფნის ფაზების გავლის შემდეგ, ოთხკვირიანი პროგრამა დაასრულა. პროგრამა სამი ეტაპისაგან შედგებოდა და სამეთაურო საშტაბო სწავლებას (CPX), საველე სწავლებასა (FTX) და საბრძოლო სროლებს მოიცავდა (LFX). საჩვენებელ სწავლებაზე 23-ე ქვეითმა ბატალიონმა მოწინააღმდეგის მობრუნების, აღკვეთისა და ობიექტზე რეიდის ჩატარების ოპერაციები განახორციელა. საჩვენებელ სწავლებას დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო. სამხედრო წვრთნები მიზნად ისახავდა 23-ე ქვეითი ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ინსტრუქტორებისა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის დამკვირვებლების შეფასებით, 23-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნებისა და შეფასების პროგრამა წარმატებით გაიარა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)