|
2022-07-02 18:02:04, 1307 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ იმართება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, ნაყინის ფესტივალი იმართება. ღონისძიებაში 25-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ შორის, ნაყინის მცირე მეწარმეები და ნაყინის მასიური მწარმოებლები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს თემატური ფოტოკუთხეები, სახალისო აქტივობები, პრიზები, ზღაპრის გმირები და ანიმატორები დახვდებათ, სპეციალურად მოწვეული დიჯეის მუსიკალური გაფორმების ფონზე, ჩატარდება კოქტეილის მასტერკლასები. „ღონისძიება „რანინას“ საიუბილეო სეზონის მონაწილეების კონცერტით გაიხსნა. დამთვალიერებლებს შეუძლიათ, შეიძინონ თემატური ხელნაკეთი ნივთები, ასევე, გაეცნონ ნაყინის მრავალფეროვნებას. „დიდი ნაყინობანა“ ბოტანიკურ ბაღში მესამედ იმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო. ის ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს ბაზარზე ახალი, ხელნაკეთი ნაყინის მწარმოებლების განვითარებასა და ცნობადობის ამაღლებას. ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ ორი დღის განმავლობაში, 14:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)