|
2022-07-02 17:20:38, 1199 ნახვა
საზოგადოება
დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე კულმინაციური სწავლება ჩაატარეს
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებმა სადაზვერვო კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. საველე სიტუაციური შეკრება კოჯორში, ახალი ტექნოლოგიური ელემენტების გამოყენებით წარმატებით განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაზვერვის ქვედანაყოფებმა პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფები აღმოაჩინეს და დაკავების ოპერაცია შეასრულეს. კულმინაციურ სწავლებას ადგილზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დააკვირდა. სწავლების განმავლობაში სადაზვერვო ქვედანაყოფებმა საველე, პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები გაიარეს, რაც რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად იყო მიახლოებული. სიმულაციური სცენარის მიხედვით შესრულდა სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანა, მათ შორის: კონტაქტზე რეაგირება, საპატრულო ბანაკის დაკავება, რეიდი და ჩასაფრება. სწავლების მიზანს დაზვერვის ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება და ტაქტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენს. „სწავლებაში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდია, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობდნე”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)