|
2022-07-01 12:19:56, 1917 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, იქამდე, სანამ მას ეს დასჭირდება
უკრაინას ახლა ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანებას დრო და შრომა დასჭირდება,- ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უმაღლეს რადაში განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას წინ დიდი გზა აქვს. „უკრაინას ახლა ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. ის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, რაც თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა სულ რაღაც ხუთი თვის წინ. ევროპა იქნება ყოველ ნაბიჯზე, სანამ მას ეს დასჭირდება, ომის ამ ბნელი დღეებიდან იმ მომენტამდე, როცა თქვენ (უკრაინა) ევროკავშირის კარში შეხვალთ”,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლაიენის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება შემდგომ ნაბიჯებს და შრომას მოითხოვს. კერძოდ, მედიის შესახებ კანონის მიღება, ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის შესამცირებლად ახალი კანონების შემოღება და კორუფციასთან საბრძოლველად უმაღლესი თანამდებობის პირების დანიშვნა. სახალხო დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკის თქმით, ევროკომისიის ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლისას რადაში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკავშირის ელჩები. შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართა, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამასთან, 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. ხოლო რაც შეეხება საქართველოს, გაიცა იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს. აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)