|
2022-07-01 11:02:20, 917 ნახვა
პოლიტიკა
აბურჯანიძე წერეთელზე მომხდარ თავდასხმაზე - ვადასტურებ, რომ ორმა დეპუტატმა დაარტყა ხელი
შიკისმომგვრელი ინცინდენტი იყო, მოვდიოდით მე და ვატო წერეთელი,სწრაფი ნაბიჯით მოგვიახლოვდა 4 დეპუტატი, სახეზე მახსოვს. წინ მოდიოდა ოხანაშვილი, რაღაცა უთხრა და პირდაპირ სახეში გააწნა სილა,-"ტვ პირველის" ფინანსური დირექტორი, ნანა აბურჯანიძე, რომელიც გუშინ აშშ-ს სალჩოში მიღებას ესწრებოდა ვატო წერეთელზე მომხდარ თავდასხმას იხსენებს. მისი თქმით, "ტვ პირველის" დამფუძნებლის მხრიდან არანაირ აგრესიას ადგილი არ ჰქონია, თვითმხილველი იხსენებს, რომ წერეთელს ხელი დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმაც დაარტყა. "შოკისმომგვრელი ინცინდენტი იყო, მოვდიოდით მე და ვატო წერეთელი,სწრაფი ნაბიჯით მიგვიახლოვდა 4 დეპუტატი ,ოხანაშვილმა ვატოს თავი თავთან მიადო, ვერ გავიგე რა უთხრა, რაღაცას ეუბნებოდა ძალიან დაძაბული სახით და გააწნა სახეში სილა. მოულოდნელი იყო, ზარქუა იგინებოდა, ეს ოდიშარია თითქოს აშველებდა, მგალობლიშვილი, მე არ ვიცოდი მისი სახელი და გვარი მაღალი დეპუტატი, რომელიც კიდევ გადმოდგა და მეორე მხრიდან სთხლიშა ხელი ვატოს, მთელი გამეტებით. ვადასტურებ, რომ ორმა დეპუტატმა გაარტყა ვატოს ხელი. მისი მხრიდან არ იყო პროვოცირებული არანაირად, ისინი მოვიდნენ, უცებ ეცნენ ვატოს, ღია სივრცეში, შუა მიღებაზე", - ყვება აბურჯანიძე. ცნობისთვის, "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწი, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია. ვატო წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სთხოვს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვონ მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)