18:08 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
0000-00-00 00:00:00, 610 ნახვა

პოლიტიკა
გორში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „შინ ევროპისკენ“ წევრებს თავს დაესხნენ

გორში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „შინ ევროპისკენ“ მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ. აგრესიულმა  ადგილობრივებმა სამოქალაქო მოძრაობის  შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

 გორის ცენტრში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ ერთ-ერთი ადგილობრივი დააკავა. დაპირისპირების შემდეგ  „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან გადაინაცვლეს. 

" მე აქ ჩამოვედი იმისათვის რომ ადამიანებს ვუთხრა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, თანხმობა საზოგადოებაში,"-აცხადებს პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ადგილობრივებთან შეხვედრისას.

" ძალიან კარგად ეტყობა ქართულ ოცნებას, რომ სავსე არის იმ ადამიანებით, რომლებიც წლების განმავლობაში ყველა ხელისუფლების დავალებას ასრულებდბდნენ. ვის თავშიც ეს სიბინძურე იხარშება, რომ აქ სზოგადოების დაპირისპირების ილუზია შექმნას, ეს ადამიანები ყველა ხელუსუფლების დროს ასე იქცეოდნენ,"- აცხადებს პარტია 'ლელოს" წევრი საბა ბუაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი სტუდენტები თავს დაესხნენ  მოძრაობა "შინ ევროპისკენ"  წევრებს, რომლებიც უნივერსიტეტში  საინფორმაციო შეხვედრებს მართავდნენ.

პარტაქტივის წევრები ცდილობენ 3 ივლისს დაგეგმილი აქციის დისკრედიტაციას და აცხადებენ, რომ შეკრების მიზანი დესტრუქციაა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics