|
2022-06-30 12:33:33, 927 ნახვა
პოლიტიკა
დიეგო კოლასი - საქართველომ უნდა შეასრულოს ყველა რეკომენდაცია, რაც ევროკავშირმა დაუსახა
ევროკავშირი შეთანხმდა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს ყველა პრიორიტეტული რეკომენდაცია, რაც ევროკავშირმა დაუსახა ამ ქვეყანას,- ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ჩეხეთის ელჩ პეტრ მიკისკასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კოლასის თქმით, მათ მიეცათ საშუალება, რათა კანდიდატის წევრობაზე განეხილათ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პოტენციალის საკითხი. ასევე აქვთ ევროპული ქვეყნების მაგალითი ბულგარეთის დამაკედონიის სახით, ამასთან საქართველო გაცილებით წინ არის ზემოთხსენებულ ქვეყნებზე, თუმცა გარკვეული ცვლილებები მნიშვნელოვანია. „ჩვენ განვიხილეთ საქართველოს საკითხიც და ევროკავშირის გაფართოების საკითხიც. ვინ იფიქრებდა წლების წინ, რომ სამივე ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდებოდა. ჩვენ გავხსენით საშუალება, რათა კანდიდატის წევრობაზე განგვეხილა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პოტენციალის საკითხი. ჩვენთვის გახსნილია საკითხი მოლდოვისა და უკრაინის წევრობაზე. ევროპული ქვეყნების მაგალითი გვაქვს, ბულგარეთის, მაკედონიის სახით და ის ურთულესი საკითხები, რაც მათ წინაშე ევროკავშირის წევრობაზე დგას. საქართველო გაცილებით წინ არის ზემოთხსენებულ ქვეყნებზე და პროგრესულია, თუმცა გარკვეული ცვლილებები მნიშვნელოვანია. ევროკავშირი შეთანხმდა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს ყველა პრიორიტეტული რეკომენდაცია, რაც ევროკავშირმა დაუსახა ამ ქვეყანას. რეფორმების შესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საფუძველი, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა კოლასმა. შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართა, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამასთან, 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. ხოლო რაც შეეხება საქართველოს, გაიცა იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს. აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)