|
2022-06-29 19:31:08, 2294 ნახვა
სხვადასხვა
COVID-19-ის მეშვიდე ტალღა საფრანგეთშიც მოვიდა, ევროპაში ომიკრონის BA.4 და BA.5 შტამები ვრცელდება
COVID-19-ის მეშვიდე ტალღა საფრანგეთშიც მოვიდა: ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 147 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. პრემიერ მინისტრმა ელიზაბეტ ბურნმა მოუწოდა ფრანგებს, კიდევ ერთხელ ატარონ ნიღბები შიდა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუმცა ეს ჯერ არ არის სავალდებულო. მთავრობის მეთაურმა ასევე ურჩია 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, გაეკეთებინათ მეოთხე ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ. კორონავირუსი კვლავ აშინებს ევროპას, მიუხედავად ვაქცინაციის მაღალი დონისა. ერთ-ერთი პირველი ახალი ტალღა შეეხო პორტუგალიას, მაისში, იქ 800-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით. ივნისის დასაწყისში ქვეყანა დღეში დაახლოებით 30000 დადებით ტესტს აკეთებდა. პიკზე ინფექციების ზრდის ტემპი მილიონ ადამიანზე 2000 შემთხვევას აღემატებოდა. საფრანგეთში, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა თვის დასაწყისიდან. სანიტარული ორგანოები რეკომენდაციას უწევენ ხანდაზმულებს კიდევ ერთხელ გაიარონ რევაქცინაცია. ახალი ეპიდემია, რომელიც ასევე დაფიქსირდა გერმანიაში, იტალიასა და საბერძნეთში, დაკავშირებულია ომიკრონის შტამების BA.4 და BA.5 ქვევარიანტების აგრესიულ ქცევასთან. სხვა ფაქტორები მოიცავს ვაქცინების ეფექტურობის თანდათანობით დაქვეითებას, ასევე დამცავი ზომების უგულებელყოფას, როგორიცაა ნიღბების ტარება. ეპიდემიის მომდევნო ტალღას არ მოჰყოლია შეზღუდვების დაბრუნება და ზაფხულის ფესტივალებს ევროპის მასშტაბით ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება, რადგან ვირუსის გავრცელებას საავადმყოფოების გადატვირთვა არ ახლავს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)