|
2022-06-29 09:57:42, 2653 ნახვა
სამხედრო
იენს სტოლტენბერგი - პრეზიდენტი პუტინი ახლა უფრო მეტ ნატოს მიიღებს
თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე ვეტოს მოხსნის. მადრიდში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სამი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს და შეთანხმდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაზვერვის გაცვლის თანამშრომლობის მექანიზმის შექმნაზე. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახლა უფრო მეტ ნატოს მიიღებს რუსეთთან საზღვარზე და ამ ქვეყნების ალიანსში ჩართვა რადიკალურად შეცვლის ვითარებას ბალტიის რეგიონში. გადაწყვეტილება ოთხშაბათს მიიღება. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ხელმოწერილი მემორანდუმი ეხმაურება თურქეთის შეშფოთებას, მათ შორის იარაღის ექსპორტისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს. „ჩვენს მოკავშირეებს შორის თურქეთი ყველაზე მეტად დაზარალდა ტერორისტული თავდასხმებისგან, მათ შორის ქურთი სეპარატისტების თავდასხმებისგან“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფისში განაცხადეს, რომ ანკარამ მიაღწია სასურველ ნაბიჯებს შვედეთისა და ფინეთის მხრიდან, რათა დათანხმდეს მათ ნატოში შესვლას. ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ფინეთი და შვედეთი მზად არიან იმუშაონ თურქეთთან ტერორიზმში ბრალდებული პირების ექსტრადირებაზე.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)