|
2022-06-24 22:12:41, 1323 ნახვა
პოლიტიკა
„სირცხვილიამ“ 3 ივლისს აქცია დააანონსა - შევიკრიბებით და დავრჩებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია
მოძრაობა, „სირცხვილიას“ წევრმა შოთა დიღმელაშვილმა, 3 ივლისს მორიგი აქცია დააანონსა. დიღმელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა მათ მიერ შემუშავებული გეგმის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, 3 ივლისს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მასშტაბური აქციები მოეწყობა. „თუ ხელისუფლება და ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, მოვალთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვართ დღეს და ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ არ უნახავთ. მანამდე, 3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან და შევიკრიბებით თბილისში, პარლამენტის წინ და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“,- განაცხადა დიღმელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. აქცია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ და არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით ტარდება, რომლებიც საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გააცნეს. აქციას ასევე შეუერთდნენ სტუდენტები საქართველოს 12 უნივერსიტეტიდან.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)