15:28 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 21:44:00, 1124 ნახვა

პოლიტიკა
დავით არახამია - საწყენია, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ, შანსს კარგავენ და უნდა ელოდონ

უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს, - ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს უკრაინის რადას დეპუტატმა, ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ.

მისი თქმით, ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ, რის გამოც შანსს კარგავენ და უნდა ელოდონ.

"საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში!  საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ადგილი ზუსტად რომ ევროპაშია. სწორედ ევროპისთვისა და ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩემი წინაპრებიც. უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.  ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ.  სხვათაშორის მისი ოჯახის წევრების უმეტესობა ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქართველები კი შანსს კარგავენ და უნდა ელოდონ. ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ",- განაცხადა დავით არახამია. 

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ასევე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics