|
2022-06-24 18:07:53, 774 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე მოსმენების კანონზე: დოკუმენტს, რომელიც წარმოადგინა პრეზიდენტმა, არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ აქვს
დოკუმენტს, რომელიც წარმოადგინა პრეზიდენტმა, არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ აქვს. - განაცხადა კობახიძემ მოსმენების კანონზე. მისივე თქმით, აღნიშნულ კანონზე ვერავითარ შენიშვნას ვერ იტყვის ვერც ოპოზიცია. ,,ჯერ არ ვიცით, როდის განიხილავს პარლამენტი ამ კანონს. მოგეხსენებათ, დღეს მორიგი სესია დაიხურა. არ ვიცით, შედგება თუ არა რიგგარეშე სესია. ამ ვადებთან დაკავშირებით ვერ გეტყვით ვერაფერს. რაც შეეხება, თავად დოკუმენტს, რომელიც წარმოადგინა პრეზიდენტმა, იქ რეალურად არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ არის წარმოდგენილი. ანუ გრძელდება იგივე ისტორია, სამწუხაროდ,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ,,პარლამენტში ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი შენიშვნა. უფრო მეტიც, მეორე მოსმენის დროს, გამოსვლაც კი არ ქონიათ, კითხვაც არ დაუსვამთ. მოგეხსენებათ, რომ მეორე მოსმენა არის მთავარი ეტაპი კანონპროექტის განხილვის დროს. არცერთი გამოსვლა არ ჰქონიათ, სიტყვაც არ უთქვამთ კანონთან დაკავშირებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კანონპროექტი არის მთლიანად სუფთა სამართლებრივი და ყველანაირი თვალსაზრისით. ასევე, ვერცერთმა უცხოელმა პარტნიორმა, თუ ენჯეომ ვერ წარმოადგინა, ვერცერთი სამართლებრივი შენიშვნა ამ კანონპროექტის მიმართ. იგივე გრძელდება პრეზიდენტის შემთხვევაშიც, ვეტო დაადო, თუმცა, არა აქვს არცერთი სამართლებრივი შენიშვნა, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას გამომდინარე იქიდან, რომ სამართლებრივი შენიშვნა წარმოდგენილი არ არის. ალბათ, გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)