15:30 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 14:10:37, 891 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე - მივიღეთ ის რაც დავიმსახურეთ, ეს არის ჩვენი მთავრობის 10 წლიანი მუშაობის შეფასება

მივიღეთ ის რაც დავიმსახურეთ, ეს არის ეს არის ჩვენი მთავრობის 10 წლიანი მუშაობის შეფასება, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო ბრიფინგზე

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ მიზნებზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს დააყენებს და პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციულ დიალოგს მიმართავს.

" მე მინდა შევაფასო ევროპული საბჭოს გადწყვეტილება. მივიღეთ ის რაც დავიმსახურეთ და ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი მთავრობის 10 წლიანი მუშაობის შეფასება. ჩვენ მოვისმინეთ დაპირებები, რომ როგორც კი შევასრულებთ პრიორიტეტებს მაშინვე მიეცემა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ვართ მობილიზებულები, რომ შევასრულოთ ყველა პირობა, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ სტატუსი. უკრაინა არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია, ჩვენ არ გვშურს მათი წახალისების. მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის პოლარიზაციის დასასრულებლად",- აცხადებს პრემიერი.


შეგახსენებთ, რომ ევროპულმა  პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რაც შეეხება საქართველოს, გაცემულია იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს.

 რეზოლუციას მხარი 529 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი იყო. 14-მა თავი შეიკავა. საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების განმეორებითი შეფასება 6 თვეში მოხდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics