06:50 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 13:54:19, 1042 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის პრეზენტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი ხანიშვილმა ევროკავშირს და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის აკვაკულტურის განვითარება პრიორიტეტულია.

მინისტრის პირველმა მოადგილემ დარგში არსებულ პროგრესზე ვრცლად ისაუბრა. აღინიშნა, რომ ამ კუთხით არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. საქართველოს პარლამენტმა, 2020 წელს, „აკვაკულტურის შესახებ“ კანონი მიიღო. არაერთი კანონქვემდებარე აქტი გამოიცა. აკვაკულტურის სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. პარალელურად, ევროკავშირთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა საქართველოში წარმოებული აკვაკულტურის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნას.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კვლევა აკვაკულტურის დარგის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. კვლევის ჩასატარებლად, ევროკავშირის ექსპერტები საქართველოში იმყოფებოდნენ, მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა, რაც კვლევაში აისახა.

ღონისძიებას სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics